„ის დასჯილი არაა“ - სანტუშმა რონალდუზე ისაუბრა
კატარი 2022-ის მერვედფინალში პორტუგალია-შვეიცარიის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ სასტარტოში ვერ მოხვდა, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა 37 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დასვა, რაც მიმდინარე მუნდიალზე პირველად მოხდა.
ამასთან დაკავშირებით ფერნანდუ სანტუში პორტუგალიურ Sport TV-ს ესაუბრა: „რონალდუ დასჯილი არაა, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რისთვისაც რამდენიმე დღე ვემზადებოდით. კრიშტიანუ სამაგალითო პროფესიონალია და თუ თამაშში ჩაერთვება, პორტუგალიის ნაკრებს ძალიან დაეხმარება“.
სანტუშმა სასტარტოში შემდეგი მოთამაშეები გაამწესა: დიეგო კოშტა, გერეირო, დიასი, პეპე (კ), დალო, კარვალიო, ოტავიო, ბერნარდუ სილვა, ოტავიო, ჟოაუ ფელიქსი, რამოსი, ბრუნო ფერნანდეში
შეგახსენებთ, მატჩამდე Abola-მ გამოკითხვა ჩაატარა და თავის მკითხველს ჰკითხა, სურდათ თუ არა რონალდუს სასტარტოში ხილვა. კრიშტიანუს მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 30-მა პროცენტმა დაუჭირა, დანარჩენის აზრით, ის დღეს ძირითადში გამოჩენას არ იმსახურებს.
აღსანიშნავია, რომ Abola-ს დღევანდელ ნომერში პორტუგალიის ნაკრებში არსებულ დაპირისპირებაზეც არის საუბარი. პორტუგალიური გამოცემის მიხედვით, სამხრეთ კორეასთან მომხდარის გამო, ფერნანდუ სანტუშსა და რონალდუს შორის მცირე დაძაბულობა შეიქმნა, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. ამ აზრზეა O Jogo, რომელიც ამბობს, რომ „გამარჯვება საუკეთესო წამალია“.
პორტუგალიისა და შვეიცარიის დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.