კრიშტიანუ რონალდუ, კატარი 2022
Aa
Aa

სასტარტოს მიღმა - რონალდუ შვეიცარიასთან სათადარიგოთა სკამზეა

კატარი 2022-ის მერვედფინალში პორტუგალია-შვეიცარიის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ სასტარტოში ვერ მოხვდა, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა 37 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დასვა, რაც მიმდინარე მუნდიალზე პირველად მოხდა.

სანტუშმა სასტარტოში შემდეგი მოთამაშეები გაამწესა: დიეგო კოშტა, გერეირო, დიასი, პეპე (კ), დალო, კარვალიო, ოტავიო, ბერნარდუ სილვა, ოტავიო, ჟოაუ ფელიქსი, რამოსი, ბრუნო ფერნანდეში

შეგახსენებთ, მატჩამდე Abola-მ გამოკითხვა ჩაატარა და თავის მკითხველს ჰკითხა, სურდათ თუ არა რონალდუს სასტარტოში ხილვა. კრიშტიანუს მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 30-მა პროცენტმა დაუჭირა, დანარჩენის აზრით, ის დღეს ძირითადში გამოჩენას არ იმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ Abola-ს დღევანდელ ნომერში პორტუგალიის ნაკრებში არსებულ დაპირისპირებაზეც არის საუბარი. პორტუგალიური გამოცემის მიხედვით, სამხრეთ კორეასთან მომხდარის გამო, ფერნანდუ სანტუშსა და რონალდუს შორის მცირე დაძაბულობა შეიქმნა, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. ამ აზრზეა O Jogo, რომელიც ამბობს, რომ „გამარჯვება საუკეთესო წამალია“.

პორტუგალიისა და შვეიცარიის დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩვენთვის მძიმე ღამეა“ - ბუსკეტსი და სიმონი სენსაციურ მარცხზე
„ეს ჩვენთვის მძიმე ღამეა“ - ბუსკეტსი და სიმონი სენსაციურ მარცხზე