სერხიო ბუსკეტსი, პედრი, კატარი 2022
Aa
Aa

მუნდიალის დიდი სენსაცია - მაროკომ ესპანეთი ტურნირიდან გამოთიშა

კატარი 2022-ის მერვედფინალში მაროკოსა და ესპანეთის დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა, თუმცა გოლი არ გასულა და პენალტების სერიაში მაროკომ 3:0 გაიმარჯვა.

ესპანეთის ნაკრებმა სამი პენალტი შეასრულა, თუმცა სარაბიმ, სოლერმა და ბუსკეტსმა გოლი ვერ გაიტანეს. მაროკოს ნაკრებმა 4-დან 3 პენალტი გამოიყენა, საბირიმ, ზიეჩმა და ჰაკიმ შეაგდეს, მაროკოელთა მხრიდან მხოლოდ ბადრ ბანუნის დარტყმა აღმოჩნდა წარუმატებელი, სიმონმა აუღო.

აღსანიშნავია, რომ მაროკოელთა მეკარემ, იასინ ბონომ ბუსკეტსსა და სოლერს აუღო, ხოლო სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა. საინტერესოა, რომ სარაბიას გოლის გატანა დამატებითი დროის მიწურულსაც ჰქონდა, თუმცა მისთვის წარუმატებელი დღე იყო.

პედრიმ 18 წლისა და 123 დღის ასაკში მუნდიალის ფლეი-ოფში სასტარტოში ითამაშა. პელეს შემდეგ პედრი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ფლეი-ოფში სასტარტოში მოხვდა. 1958 წლის მუნდიალზე ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფლეი-ოფში, „სელესაოს“ სასტარტოში 17 წლისა და 249 დღის ასაკში იასპარეზა.

სერხიო ბუსკეტსმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-17 მატჩში ითამაშა, 34 წლის საყრდენი იკერ კასილასსა და სერხიო რამოსს გაუთანაბრდა. ასე რომ, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მუნდიალზე ყველაზე მეტი მატჩი ბუსკეტსმა, კასილასმა და რამოსმა ჩაატარეს.

მუნდიალის თითქმის ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია. მხოლოდ მაროკოელთა მეტოქეა უცნობი. მაროკოს ნაკრები მეოთხედინალში პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნული მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი ეტოოს გარშემო - ნაცემმა ქომაგმა განცხადება გააკეთა
სკანდალი ეტოოს გარშემო - ნაცემმა ქომაგმა განცხადება გააკეთა