რაფინია
Aa
Aa

რაფინიამ როი კინს უპასუხა - „ცეკვის შეწყვეტას არ ვაპირებთ“

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, რაფინიამ როი კინის კრიტიკას უპასუხა. ამ უკანასკნელმა საკუთარი პოზიცია სამხრეთ კორეასთან გამართული მატჩის შემდეგ დააფიქსირა და განაცხადა, რომ „სელესაოს“ მოთამაშეთა ცეკვა მეტოქის უპატივცემულობაა, რასაც რაფინია გამოეხმაურა.

„ეს იმათი პრობლემაა, ვისაც ჩვენი ცეკვა არ მოსწონს, რადგან ჩვენ ვაპირებთ, ამის კეთება გავაგრძელოთ“, - ავრცელებს რაფინიას სიტყვებს ბრაზილიური Globo.

რა თქვა კინმა

„ამდენი ცეკვა არასდროს მინახავს. მეგონა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ვუყურებდი.ეს არ მომწონს. მესმის, რომ ეს კულტურის ნაწილია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამით ბრაზილიელებმა მეტოქის მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს.ოთხი გოლი გავიდა და ყოველ ჯერზე ამას ცეკვა მოჰყვა. პირველად არ შევუწუხებივარ, მაგრამ შემდეგ ცეკვა გააგრძელეს და ამას მწვრთნელიც უერთდება. ეს ნამდვილად არ მახარებს, ასეთი ფორმით აღნიშვნა კარგი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება. მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები