რონალდო, რიშარლისონი
Aa
Aa

რიშარლისონის პირობა რონალდოს: „თუ მოვიგებთ, შენნაირ ვარცხნილობას გავიკეთებ“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა გაანადგურა და 4:1 იმარჯვა. „სელესაოს“ მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორი რიშარლისონი გახლდათ, რომელიც მატჩის შემდეგ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდოს შეხვდა.

რიშარლისონმა „ელ ფენომენოს“ თავისი საფირმო აღნიშვნა ასწავლა და პირობაც მისცა: „შენს მაშინდელ ვარცხნილობას გავიმეორებ მეექვსე ტიტულის დასაკუთრების შემდეგ... მოდით, კრიტიკოსებსა და ჩვენს მოძულეებს დასვენების საშუალება არ მივცეთ“. რიშარლისონს ის ვარცხნილობა ჰქონდა მხედველობაში, რომლითაც „ელ ფენომენო“ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, რიშარლისონმა სოციალურ ქსელებში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც რონალდოს მსგავსი ვარცხნილობით იყო გამოსახული. ეს გერმანიასთან მატჩის შემდეგ მოხდა და თუ ბრაზილიამ ასე განაგრძო, რიშარლისონს პირობის შესრულება მოუწევს.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილია ხორვატიას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა იაპონიას თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა და ამ წყვილის გამარჯვებული არგენტინას ან ნიდერლანდებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანდრო ძალიან კარგი იყო და გუნდს დაეხმარა“ - ბაქსის თავკაცმა მამუ შეაქო
„სანდრო ძალიან კარგი იყო და გუნდს დაეხმარა“ - ბაქსის თავკაცმა მამუ შეაქო