„სამწუხაროა, რომ მუნდიალზე არ არის, საოცრებებს ჩაიდენდა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტმა, ანტონელო პერილომ, რომელიც ტელევიზია Rai-ს ერთ-ერთი წამყვანი სახეა, რადიო Marte-სთან ინტერვიუს დროს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და სინანული გამოთქვა, რომ მუნდიალზე „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ თამაშობს.
რას ამბობს პერილო:
მარადონა-მესის შედარება? ვფიქრობ, ლიონელს არ ეწყინება, თუ ვიტყვი რომ მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ტიჩიანსა და ბიჭს შორის. ხუმრობის გარეშე, რა თქმა უნდა მესი ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, მარადონა კი ამ ათეულის სათავეშია. ბოლო დღეებში იმაშიც დავრწმუნდი, რომ კილიან მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფეხბურთელია. ფრანგს არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს, მაგრამ მესი მირჩევნია. დღეისთვის, მოედანზე მყოფი ფეხბურთელებიდან მარადონასთან ყველაზე ახლოს სწორედ მესია. ასევე კვარაცხელიაზეც ვიტყვი, ძალიან სამწუხაროა, რომ ის საქართველოსთან ერთად კატარი 2022-ზე ვერ იღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ თავისი პიესებით მთელ მსოფლიოს გააოცებდა. იმედია, მის თამაშს მომავალ დიდ ტურნირებზე აუცილებლად ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ახლა ანტალიაში იმყოფება და ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. თურქულ შეკრებაზე „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას ხვალ, ადგილობრივი „ანტალიასპორის“ წინააღმდეგ გამართავს.