ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა კონტინენტის პირველობაზე 4 სხვადასხვა სინჯის მედლის აღება შეძლეს. ევროპის ჩემპიონი ინდივიდუალურ ჩათვლაში ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი გახდა. ნინა თიბილაშვილმა კი ხმალში ვერცხლი, რაპირაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

კიდევ ერთი ოქროს მედალი ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა გუნდურ ჩათვლაში აიღეს, სადაც ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს. საქართველოს ნაკრების ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კადეტთა ევროპის თასი - 15 წლის კუვაევას ვერცხლის მედალი
კადეტთა ევროპის თასი - 15 წლის კუვაევას ვერცხლის მედალი