კავაი ლეონარდი, პოლ ჯორჯი, ნიკოლა ბატუმი, რეჯი ჯექსონი, ჯონ უოლი
Aa
Aa

კავაი ლეონარდი დაბრუნდა - გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჰორნეთსთან

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ სუპერვარსკვლავი, კავაი ლეონარდი გუნდს დაუბრუნდა. 31 წლის კალათბურთელს 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და „შარლოტ ჰორნეთსთან“ დაპირისპირებაში პარკეტზე თითქმის 28 წუთი გაატარა.

კავაის საოცარი შეხვედრა არ ჰქონია, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მაინც თქვა. საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე, ლეონარდმა 2-ქულიანი ჩააგდო, საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და „კლიპერსმა“ „შარლოთ ჰორნეთსი“ სწორედ მისი წარმატებული სროლის წყალობით დაამარცხა - 119:117.

გამარჯვების მომტან სროლასთან ერთად, კავაიმ 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლეონარდის გარდა, „კლიპერსის“ რიგებში ითამაშა პოლ ჯორჯმა, რომელმაც მატჩი 19 ქულით, 3 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. რეჯი ჯექსონსა და ნიკოლა ბატუმს 13-13 ქულა ჰქონდათ, ხოლო ჯონ უოლმა 12 ქულა და ამდენივე ასისტი გაიფორმა.

ამრიგად, „კლიპერსს“ 14 მოგება და 11 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-6 გახლავთ. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს გამართავენ და „ორლანდო მეჯიქს“ გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის და სილვას მიღწევა - ბრაზილია მეოთხედფინალშია
ვინისიუსის და სილვას მიღწევა - ბრაზილია მეოთხედფინალშია