ბრაზილია, ტიტე
Aa
Aa

ტიტე: “მეორე ტაიმში ეფექტურობა დაგვაკლდა“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გულშემატკივრებს ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს. ბრაზილია სამხრეთ კორეას შეხვდა და 4:1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ, „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ტიტემ?

„ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, თუ როგორ მოქმედებდნენ ჩემი ფეხბურთელების ბურთის დაკარგვის შემდეგ. როგორ შემიძლია შეტევაზე ვისაუბრო? ყველა ფეხბურთელს უდიდესი გამბედაობა აქვთ. მე მყავს ახალგაზრდები, რომლებთანაც პროფესიონალები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს არის გუნდი, რომელსაც საუკეთესო ბალანსი აქვს.

სამხრეთ კორეას კარგად ვიცნობდით და ეს ძალიან დაგვეხმარა. ჩვენი ჯგუფური ეტაპი საკმაოდ მძიმე გამოვიდა, რასაც მერვედფინალზე ვერ ვიტყვით. დღეს მიღწეულით კმაყოფილები ვართ, მაგრამ განვითარებას არ ვწყვეტთ. მეორე ტაიმში ცოტა ეფექტურობა დაგვაკლდა.

ნეიმარი ჩვენი თავდასხმის ღირსების ამაღლებას ახერხებს. იმედი მქონდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა და ასეც მოხდა. მისი მინდორზე ყოფნა სხვა ფეხბურთელებსაც გადაედოთ.“

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ბრაზილია ხორვატიას შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი: “ცეკვა ფინალამდე შეგვიძლია“
ვინისიუსი: “ცეკვა ფინალამდე შეგვიძლია“