იაპონია, ხორვატია
Aa
Aa

3 მოგერიება და 3 მეკარე - ისტორიული და საინტერესო ფაქტები ხორვატიის მატჩიდან

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მეტად დრამატული დაპირისპირება გაიმართა. ერთმანეთს ხორვატია და იაპონია შეხვდნენ და მეოთხედფინალში ზლადკო დალიჩის შეგირდები გავიდნენ.

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით 30 წუთში გოლი არ გავიდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა.

ხორვატიის ნაკრების მეკარემ ლივაკოვიჩმა იაპოლენთა სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საკუთარი ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა.

მატჩის შემდეგ, საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა. ლივაკოვიჩი გახდა მესამე მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში სამი პენალტი აიღო.

პირველად ეს რიკარდომ მოახერხა. პორტუგალიელმა მეკარემ ინგლისთან 2006 წელს გაიბრწყინა. მეორე შემთხვევა 2018 წელს დაფიქსირდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ რუსეთში გამართულ მუნდიალზე 3 პენალტის მოგერება სწორედ ხორვატმა მეკარემ შეძლო. სუბაშიჩმა ეს დანიის წინააღმდეგ გააკეთა. მესამე კი როგორც უკვე მოგახსენეთ ლივაკოვიჩი გახლავთ.

საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დანიშნული ბოლო 6 პენალტების სერია იმ ნაკრებმა მოიგო, რომელიც თერთმეტმეტრიანს მეორე ურტყამდა.

ხორვატია თავის ისტორიაში მუნდიალის მეოთხედფინალში სამჯერ გავიდა. ხორვატიას მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტების სერიაში არასდროს წაუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერდინანდი: “ინგლისის ბირთვი საფრანგეთისას ჯობს“
ფერდინანდი: “ინგლისის ბირთვი საფრანგეთისას ჯობს“