იაპონია, ხორვატია
Aa
Aa

ლივაკოვიჩის გმირობა - იაპონური ზღაპარი დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მეტად დრამატული დაპირისპირება გაიმართა. ერთმანეთს ხორვატია და იაპონია შეხვდნენ და მეოთხედფინალში ზლადკო დალიჩის შეგირდები გავიდნენ.

გულშემატკივრებმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილეს. მომენტებს ორივე ნაკრები ქმნიდა და რიგ ეპიზოდებში გონდა და ლივაკოვიჩი ბრწყინავდნენ. ანგარიში 43- წუთზე მაედამ გახსნა და პირველი ტაიმი იაპონიამ მოიგო.

მეორე ნახევარი ხორვატიამ აქტიურად დაიწყო და უკვე 55-ე წუთზე ივან პერიშიჩმა გაიტანა. „ინტერის“ შემტევმა ბრწყინვალე თავური დარტყმით გაათანაბრა. ამის შემდეგ, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. დარჩენილ 30 წუთში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა.

პირველი პენალტი მინამინომ დაარტყა და ლივაკოვიჩმა აუღო. ვლაშიჩმა კი დამაჯერებლად გაიტანა. ხორვატთა მეკარემ მეორე თერთმეტმეტრიანიც მოიგერია და საკუთარ ნაკრებს დიდი უპირატესობა შეუქმნა. ზუსტი იყო ბროზოვიჩის დარტყმა. ასანომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მარკო ლივაიამ საშინლად დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა.

მეოთხე პენალტი კაპიტანმა იოშიდამ დაარტყა და ლივაკოვიჩმა მოიგერია. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად პაშალიჩი მივიდა, გაიტანა და ხორვატია მეოთხედფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუს 7-ნომრიან მაისურს დავუთმობ“ - ალ-ნასრის ფეხბურთელის შეთავაზება
„რონალდუს 7-ნომრიან მაისურს დავუთმობ“ - ალ-ნასრის ფეხბურთელის შეთავაზება