FIFA სუარესს, ხიმენესს, გოდინს და მუსლერას მაინც დასჯის
Aa
Aa

FIFA სუარესს, ხიმენესს, გოდინს და მუსლერას მაინც დასჯის

ურუგვაისა და განას მატჩის დაპირისპირება სკანდალით დასრულდა. შეხვედრის არბიტრმა, ურუგვაის ორი 100%-იანი პენალტი არ დაუნიშნა. თამაშის შემდეგ კი მას ლუის სუარესი და ხიმენესი თავს დაესხნენ. ცნობილი გახდა, რომ „ატლეტიკოს“ მცველმა არბიტრს ღორის შვილი უწოდა.

ამ ფაქტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის არბიტრი დანიელ ზიპერტი დაისაჯა. გერმანელს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოღვაწეობა აეკრძალა.

ესპანურმა MARCA-მ დაწერა, რომ სუარესი და ხიმენესი მხოლოდ ნაკრებში დისკვალიფიკაციით დაისჯებოდნენ და სხვა არაფერი. დღეს კი ავტორიტეტული გამოცემა BBC იუწყება, რომ ფიფა გამოძიებას ჩაატარებს.

ფეხბურთის მმართველი ორგანო თვლის, რომ სუარესმა, ხიმენესმა, მუსლერამ და გოდინმა ფიფა-ს სადისციპლინო კოდექსი დაარღვიეს, რომელიც დაკავშირებულია შეურაცხმყოფელ და არასწორ ქცევასთან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სასჯელს მიიღებენ აღნიშნული ფეხბურთელები, თუმცა ერთი რამ ნათელია - ეს ყველაფერი დაუსჯელად არ ჩაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კეში: „მბაპეს გამო ფეხები დამეწვა, კილიანი საოცრად სწრაფია“
კეში: „მბაპეს გამო ფეხები დამეწვა, კილიანი საოცრად სწრაფია“