„ასაკი? თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ“ - ზლატანი მიზნებზე საუბრობს
„მილანისა“ და შვედეთის ნაკრების ლეგენდარული თავდამსმხელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი 6-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. 41 წლის ფორვარდმა გუშინ პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ზლატანმა Goal.com-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
რა თქვა იბრაჰიმოვიჩმა:
მე ვარ ადამიანი, რომელსაც სურს ყველაფერში დახმარება. არ მაქვს დიდი ეგო და არ ვცდილობ ყველაფერი თავად გავაკეთო და ამით საკუთარი თავი წარმოვაჩინო, ასეთი ადამიანი არასდროს ვყოფილვარ. „მილანში“ იმისთვის ვარ, რომ ჩემი თანაგუნდელების დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო. მე მათ გაუმჯობესებაში ვეხმარები, ასევე წარმატების მიღწევაში და იმის გაცნობიერებაში, თუ რას ვაკეთებთ. ეს არის მსხვერპლი და შრომა, ამას მხოლოდ დროის გასაკეთებლად არ ვაკეთებთ. ჩემთვის, საგოლე გადაცემის გაკეთება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოლის გატანა. ყველაფერს ვაკეთებ დასახმარებლად.
ჩემი ასაკი? თავს ახალგაზრდად ვგრძნობ. ჩემთვის გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია და ვცდილობ გუნდს დავეხმარო. თუ ამას როგორც ყველაზე ასაკოვანი, ისე ვაკეთებ, მაშინ ჩემთვის ესეც მისაღებია.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში გუნდთან ერთად „სკუდეტოს“ მოგება მოახერხა.