რეალი, ენდრიკი
Aa
Aa

პრიორიტეტი ჰოლანდი აღარ არის - რეალი ენდრიკზე გადაერთო

ენდრიკი აგრძელებს საფეხბურთო სამყაროს ყურადღების მიქცევას. მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ბრაზილიელი თავდამსხმელი დიდი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია. როგორც ჩანს, მადრიდის „რეალი“ მოწინავე პოზიციაზეა.

ფლორენტინო პერესმა ენდრიკის ოჯახი მადრიდში მიიწვია, სანტიაგო ბერნაბეუ და ვალდებებასი დაათვალიერა. მადრიდული გრანდის პრეზიდენტს სურს გაიგოს, თუ რა პირობებზე იქნებიან თანახმა ენდრიკის ოჯახის წევრები.

ასევე, „სამეფო კლუბი“ არის პირველი, რომელიც „პალმეირასის“ თამაშს დაესწრო, რათა 16 წლის ფეხბურთელის ასპარეზობა ეხილა. ამან კი მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ენდრიკის ოჯახს არ სურს, რომ მათმა შვილმა ერლინგ ჰოლანდის გვერდით ითამაშოს, რადგან ნორვეგიელი ჩამოყალიბებული ვარსკვლავია და 16 წლის თინეიჯერს განვითარებაში ხელს შეუშლის. ამ მიზეზით მათ „სიტიში“ გადასვლაზე უარი თქვეს და როგორც ცნობილი გახდა, პერესს სწორედ ეს ულტიმატუმი წაუყენეს.

2024 წლის ზაფხულში, ენდრიკი 18 წლის ხდება და მისი ტრანსფერი სწორედ ამ პერიოდში იგეგმება. საინტერესო ის გახლავთ, რომ 2024-ში ჰოლანდს „სიტისთან“ კონტრაქტი ეწურება, მაგრამ მას „რეალი“ პრიორიტეტად აღარ განიხილავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი მაღალი ანაზღაურება გახლავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება მიღწეულია - რონალდუ საუდის არაბეთში ითამაშებს
შეთანხმება მიღწეულია - რონალდუ საუდის არაბეთში ითამაშებს