გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, ლაზარე კუპატაძე, არჩილ ბერიძე
Aa
Aa

ბერიძე: „გეგუჩაძე რჩება, დაახლოებით 15 ფეხბურთელია მოსაყვანი“

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ Podcast Batumi-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე კლუბში რჩება და ამ პოსტზე კიდევ ერთი სეზონი იმუშავებს: „დიდი ალბათობით, გია გეგუჩაძე გუნდში დარჩება. მას კიდევ ერთი სეზონი ვენდობით“.

არჩილ ბერიძემ გასულ ზაფხულში გუნდიდან წასულ ლაზარე კუპატაძეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეკარის გაშვება კლუბის ფუნქციონირებისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ლაზარე კუპატაძის გაშვება მთავარმა მწვრთნელმა ჩემთან შეთანხმებით გადაწყვიტა. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ბათუმის „დინამოსთვის“, როგორც კლუბისთვის და როგორც არსებული ორგანიზმისთვის. თუ ჩვენ რაღაცაზე პრეტენზია გვაქვს... შესაძლოა, ამით ძალიან დავზარალდით, მაგრამ კლუბი არის კლუბი და კლუბმა უნდა იფუნქციონიროს.

გაძლიერება ყველა პოზიციაზე გვჭირდება. ბათუმის „დინამოში“ დაახლოებით 15 ფეხბურთელია მოსაყვანი“.

არჩილ ბერიძემ ბრატისლავას „სლოვანთან“ განცდილი მარცხი გაიხსენა. მან საინტერესო რამ გააჟღერა. ბერიძის თქმით, ბათუმის „დინამოში“ ფსიქოლოგისთვის არაერთხელ მიუმართავთ“.

„ბათუმის „დინამოში“ ფსიქოლოგი არაა, მაგრამ ჩვენც გამოგვიყენებია და მიგვიმართავს ფსიქოლოგისთვის. ფსიქოლოგს მივმართეთ თუ არა „სლოვანთან“ მატჩის შემდეგ, ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ეს კლუბის შიდა სამზარეულოა, მაგრამ ფსიქოლოგი ძალიან ბევრჯერ გამოგვიყენებია“.

შეგახსენებთ, 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა, მეორე ადგილზე გავიდა და კონკურენცია თბილისის „დინამოსთან“ დათმო. 2023-24 წლების ევროსეზონში აჭარული კლუბი კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

რაც შეეხება ევროსეზონს, 2022-23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანთან“ ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა, შემდეგ კი კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც პოზნანის „ლეხთან“ სტუმრად 5 უპასუხო გოლი გაუშვა, ბათუმში კი ფრედ 1:1 ითამაშა. ასე რომ, 2022 წელი ბათუმის „დინამოსთვის“ წარუმატებელი გამოვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport:„სკუდეტოსკენ სწრაფვა კვარასა და ოსიმენზეა დამოკიდებული“
Corriere dello Sport:„სკუდეტოსკენ სწრაფვა კვარასა და ოსიმენზეა დამოკიდებული“