ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს - ნეიმარი სამხრეთ კორეასთან იქნება
ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარი სამხრეთ კორეასთან გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. „სელესაოს“ სუპერვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენიანი ბრაზილიური გამოცემა, UOL-ი წერს და აცხადებს, რომ „ნეი“ დასაბრუნებლად მზადაა.
30 წლის შემტევს კოჭის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ამ წუთისთვის, თავს კარგად გრძნობს. ბოლო ორი ვარჯიშის განმავლობაში, ნეიმარს მარჯვენა კოჭში მცირე ტკივილი ჰქონდა, მაგრამ „სელესაოს“ სამედიცინო შტაბის მიხედვით, ეს სარეაბილიტაციო კურსის ნაწილია და მათ „ნეის“ მოედანზე გასვლის უფლება მისცეს.
???????????? Neymar s’est plaint de petites douleurs à sa cheville droite lors des deux derniers jours d’entraînement. Celles-ci sont considérées comme faisant partie du processus de retour sur les terrains – il a l’aval du staff médical.
— Hadrien Grenier (@hadrien_grenier) December 5, 2022
Il jouera contre la Corée du Sud.
(@UOLEsporte)
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა სერბეთთან მატჩი მიიღო და მარჯვენა კოჭი დაიზიანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა, ტიტემ განაცხადა, რომ „ნეი“ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებდა და როგორც ჩანს, მის დაბრუნებას დღეს ვიხილავთ.
სხვათა შორის, დაიწერა, რომ იყო შანსი, „ნეის“ მუნდიალზე ვეღარ ეთამაშა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. ახლახან, ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა, ტიტემაც განაცხადა, რომ ნეიმარი დასაბრუნებლად მზადაა და იმედი ვიქონიოთ, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი თავის გუნდს დაეხმარება.