კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, ჟუნინიო პერნამბუკანო
Aa
Aa

ჟუნინიო: „ლევანდოვსკის არაფერი გაუკეთებია, მბაპე შეუდარებელია“

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ჟუნინიომ პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ლიონის“ ყოფილმა მოთამაშემ რობერტ ლევანდოვსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „სამფეროვნებთან“ მას ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია.

„საფრანგეთი თავისი ამბიციების დემონსტრირებას ახდენს. სამფეროვნებმა პოლონეთის ნაკრები დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხეს და ამ ტურნირზე, სერიოზული განცხადება გააკეთეს. ესპანეთისა და კოსტა რიკის დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით, ეს მუნდიალის საუკეთესო მატჩი იყო. ჩვენ ტოპ ნაკრები ვნახეთ, რომელიც დომინირებდა. რა თქმა უნდა, პოლონეთს ჰქონდა ეპიზოდები, როცა მეტოქეზე ძლიერი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ 3-4 წუთს გრძელდებოდა.

ჩვენ ლევანდოვსკის სხვა დიად ფეხბურთელებთან შედარება უბრალოდ არ შეგვიძლია. ის მათ დონეს ვერ აღწევს. რობერტი პოლონეთის ნაკრებში თამაშობს? კი, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია, როცა ზოგჯერ, მესი მთელ არგენტინას მარტო მიათრევს. მბაპეს რაც შეეხება, მან ჩემზე შთაბეჭდილება კიდევ ერთხელ მოახდინა. მას საოცარი ფიზიკური ძალა აქვს, შეუძლია, სირბილისას მიმართულება უეცრად შეცვალოს, სისწრაფეს მოუმატოს და მეტოქე ჩამოიშოროს“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს წინ რთული გამოწვევა ელის. „სამფეროვნები“ მეოთხედფინალში ინგლისს დაუპირისპირდებიან, რომელმაც სენეგალს 3:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები