რომელუ ლუკაკუ, ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, იან ვერტონგენი
Aa
Aa

დე ბრუინის ინტერვიუმ კონფლიქტი გამოიწვია - კევინი თავს არაკომფორტულად გრძნობდა

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელის, კევინ დე ბრუინის ცნობილმა ინტერვიუმ, რომელშიც მან განაცხადა, რომ „წითელ ეშმაკებს“ მუნდიალის მოგების შანსი არ აქვთ, რადგან ძალიან ასაკოვანი ფეხბურთელები ჰყავთ, კონფლიქტი გამოიწვია. ამ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს და წერს, რომ რეაქციამ, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვა, დე ბრუინს იმედი გაუცრუა.

„კეიდიბის“ ინტერვიუს შემდეგ, მასსა და იან ვერტონგენს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა და რომელუ ლუკაკუს მათ კონფლიქტში ჩარევა მოუწია. გარდა ამისა, დაძაბული საუბარი იყო ვერტონგენსა და ედენ აზარს შორის, მაგრამ „რეალის“ ფეხბურთელმა თანაგუნდელის დაწყნარება მოახერხა.

The Athletic-ის ცნობით, დე ბრუინი თვლის, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, იგი თავს თანაგუნდელებისგან „მოწყვეტილად“ გრძნობდა. ამასთან, იგი არაკომფორტულად იყო ბელგიის ნაკრებში არსებულ ატმოსფეროში, რადგან ის „სიტიში“ არსებული ატმოსფეროსგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 4 ქულით დაასრულა. „წითელმა ეშმაკებმა“ კანადას 1:0 მოუგეს, მაროკოსთან 0:2 დამარცხდნენ, ხორვატიას კი გოლი ვერ გაუტანეს და ჯგუფში ჩარჩნენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები