„პირველ ადგილს დავკარგავთ“ - ნეაპოლში Drake-ის წყევლის ეშინიათ
„ნაპოლის ქომაგები თავიანთი ცრუმორწმუნეობით საფეხბურთო სამყაროში ძალიან ცნობილი არიან და პოპულარული მომღერლის, Drake-ის „პარტენოპეის“ მოსაცმელში დანახვამ მათ შიში გაუჩინა“, - ამ სიტყვებით იწყებს თავის სტატიას Football Italia და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის გულშემატკივრებსა და „დრეიკის წყევლაზე“ გვესაუბრება.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე საათის წინ, Drake-მა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც „ნაპოლის“ კლასიკური მოსაცმელითაა გამოსახული. აღნიშნულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც ჩანს, „პარტენოპეის“ ქომაგებს Drake-ის წყევლის სჯერათ.
FORZA NAPOLI ????
— Whistle FC (@WhistleFC) December 4, 2022
Drake rocking the vintage Napoli jacket ???? @SerieA_EN pic.twitter.com/HezwkUwGrL
„ჯანდაბა, ინტერთან 100 პროცენტით დავმარცხდებით“, - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.
„ნაპოლი პირველ ადგილს დაკარგავს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, - აღნიშნა მეორემ.
„დრეიკის წყევლა ჩაერთვება“, - დასძინა მესამემ.
„და, აი, ქალბატონებო და ბატონებო, თუ რატომ ვერ იგებს ნაპოლი სკუდეტოს“, - დაწერა მესამემ.
საინტერესოა ისიც, რომ Football Italia ნეაპოლელებს იტალიაში ყველაზე ცრუმორწმუნე ხალხს უწოდებს და აცხადებს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, „პარტენოპეის“ ქომაგებს ექნებათ „მიზეზი“, რისთვისაც ყველაფრის დაბრალება შეეძლებათ.