ლიონელ მესი
Aa
Aa

„ბრაზილია, საფრანგეთი, ესპანეთი“ - მესიმ მუნდიალის ფავორიტები დაასახელა

არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. „ლა პულგა“ ნიდერლანდებთან გასამართ მატჩსაც შეეხო და განაცხადა, რომ მის გუნდს მარტივი შეხვედრა ნამდვილად არ ელის

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი იქნება. ნიდერლანდები ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რთული შეხვედრა გველოდება. მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, დიახ, თუ ვახერხებთ, სხვა მატჩებსაც ვუყურებთ.

როგორც ტურნირის დაწყებამდე ვამბობდი, ბრაზილია ძალიან კარგად თამაშობს და კამერუნთან განცდილი მარცხის მიუხედავად, ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. იმავეს ვიტყვი საფრანგეთზე და ესპანეთიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ესპანელები პლეიოფში ისე გავიდნენ, როგორც გავიდნენ და კარგად თამაშობენ. მათ კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, როცა ბურთს მიიღებენ

არგენტინა სერიოზული ძალაა და ყოველთვის საუკეთესოთა შორისაა. ტურნირის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავით. საჭიროა, ეს მოედანზე დავამტკიცოთ და საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამას ვაკეთებთ. იმედი მაქვს, პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმას გავაგრძელებთ და მიზანს მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი 7 დეკემბერს დასრულდება. ამის შემდეგ, ორდღიანი პაუზა გვექნება და პარასკევს, თბილისის დროით, 23:00-ზე ნიდერლანდებისა და არგენტინის დაპირისპირებას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი გამარჯვება - ინგლისი მეოთხედფინალში გავიდა
დამაჯერებელი გამარჯვება - ინგლისი მეოთხედფინალში გავიდა