ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დავიდე ანჩელოტი
Aa
Aa

„ყველაფერი აქვს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს“ - დავიდე ანჩელოტი ხვიჩაზე

კარლო ანჩელოტის შვილმა და ამავდროულად „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავიდე ანჩელოტიმ Napoli Magazine-თან მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ასევე, მან „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და გუნდის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი შეაქო.

დავიდე ანჩელოტი მამის, კარლო ანჩელოტის ასისტენტად „ბაიერნში“ (2016-17), „ნაპოლისა“ (2018-19) და „ევერტონში“ (2019-21) მუშაობდა. 2022 წლიდან კარლოს „სამეფო კლუბში“ ეხმარება.

„ნაპოლის“ ახალწვეულები? კვარაცხელია ამტკიცებს, რომ ნამდვილად სანახაობრივი სტილის მოთამაშეა. ფეხბურთის ქომაგებისთვის მისი ხილვა შესანიშნავია, ყველა მასზე საუბრობს.

ის ქმნის დისბალანსს, სწრაფია ერთი-ერთზე თამაშისას, პიროვნული თვისებებით გამოირჩევა, კარგად აზროვნებს და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს.

სპალეტი როგორც მიმდინარე, ასევე გასულ სეზონში გუნდთან ერთად კარგად მუშაობდა. უმაღლესი დონის სპეციალისტია, ფეხბურთი დიდებულად ესმის. ობიექტურად, ის ძალიან კარგად მუშაობს „ნაპოლიში“.

კრისტიანო ჯუნტოლი აჩვენებს, რომ მას კარგად შეუძლია იმ ფეხბურთელების შერჩევა, ვინც დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევა. ასე მოხდა წლების წინ ჯოვანი დი ლორენცოსთან მიმართებით და ამგვარი რამ განმეორდა გასულ ზაფხულში, როცა „ნაპოლიმ“ კიმი დაიმატა.

„ნაპოლის“ ჩემპიონობა? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, სეზონი გრძელია, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. „ნაპოლიმ“ სერია ა-ს სეზონის პირველი ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო მეტის გასაკეთებლად დრო და უნარები დაგვაკლდა“ - ლევანდოვსკი მატჩის შემდეგ
„უფრო მეტის გასაკეთებლად დრო და უნარები დაგვაკლდა“ - ლევანდოვსკი მატჩის შემდეგ