ინგლისი, სენეგალი
Aa
Aa

დამაჯერებელი გამარჯვება - ინგლისი მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრები სენეგალს დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად 3:0 დაამარცხა. „სამი ლომის“ მხრიდან თავი ჯორდან ჰენდერსონმა, ჰარი კეინმა და ბუკაიო საკამ გამოიჩინა.

პირველმა ნახევარმა საათმა უინტერესოდ ჩაიარა. ანგარიში 38-ე წუთზე „ლივერპულის“ კაპიტანმა გახსნა, რასაც კეინმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყუმბარისებული დარტყმით უპასუხა და ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. საუთგეიტის შერჩეული შემადგენლობა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და სენეგალს შანსს არ უტოვებდა. 57-ე წუთზე საკამ ფოდენის პასი გამოიყენა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული მიზეზების გამო ინგლისმა სტერლინგი დაკარგა და საუთგეიტმა ის ფილ ფოდენით ჩაანაცვლა. ამ გამარჯვების შემდეგ, „სამი ლომი“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 200 ევრო ჯარიმა - მბაპემ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უარი მესამედ თქვა
10 200 ევრო ჯარიმა - მბაპემ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უარი მესამედ თქვა