მთელი გუნდი წინააღმდეგი იყო - საპროტესტო ჟესტი ნოიერის და გორეცკას იდეა იყო
Aa
Aa

მთელი გუნდი წინააღმდეგი იყო - საპროტესტო ჟესტი ნოიერის და გორეცკას იდეა იყო

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გერმანიის ნაკრების პროტესტის ინიციატორები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მანუელ ნოიერი და ლეონ გორეცკა იყვნენ.

საუბარია LGBTQ სამკლავურის (One Love) აკრძალვაზე, რომელზეც უარი თავად FIFA-სგან მოდიოდა, რის შემდეგაც გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ახალი საპროტესტო ჟესტი მოიფიქრეს და იაპონიასთან შეხვედრამდე გუნდური ფოტოს გადაღებისას პირზე ხელი აიფარეს.

ARD-ის ცნობით, გერმანიის ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობას არ სურდა ამ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობა მიეღო. პროტესტის ინიციატორები ნოიერი და გორეცკა იყვნენ, რომლებმაც გუნდელებს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტები შესთავაზეს.

ჯოშუა კიმიხი პირველი იყო, რომელმაც ამ ინიციატივას (პირზე ხელის აფარება) მხარი დაუჭირა.

როგორც წყარო წერს, სხვა მოთამაშეები ამ არჩევანს აკრიტიკებდნენ, მაგრამ საბოლოოდ კომპრომისზე მაინც წავიდნენ.

ვენგერი გერმანიის ნაკრებს აკრიტიკებს

არსენ ვენგერმა გერმანიის ნაკრები პოლიტიკური ჟესტის გამო გააკრიტიკა:

„მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლისას ყველამ იცის, რომ პირველ მატჩის წაგება არ შეიძლება.

მეტი გამოცდილების მქონე გუნდებს, როგორიცაა ინგლისი და საფრანგეთი, კარგი პირველი თამაში ჩაატარეს. ეს ის გუნდებია, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოემზადნენ. ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ ტურნირზე და არა პოლიტიკურ ქმედებებზე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გაირკვა - ესპანეთთან იაპონელთა გოლი წესების დაცვით გავიდა
ყველაფერი გაირკვა - ესპანეთთან იაპონელთა გოლი წესების დაცვით გავიდა