კილიან მბაპე, კატარი 2022
Aa
Aa

10 200 ევრო ჯარიმა - მბაპემ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უარი მესამედ თქვა

კილიან მბაპე პოლონეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა მან პრიზის მიღებაზე უარი განაცხადა. პსჟ-ს ფორვარდი ამას უკვე მესამედ აკეთებს. პირველ ჯერზე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაფრთხილება მიიღო, მეორედ კი მათ 10 200 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუხდათ.

კილიანი ავსტრალიასთან და დანიასთან შეხვედრებშიც ანალოგიურად მოიქცა. ამის მიზეზი მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზის სპონსორია, რომელიც ლუდის მწარმოებელი კომპანია ბუდვაიზერი გახლავთ. ფრანგ ფორვარდს არ სურს, რომ ალკოჰოლური სასმლის ბრენდს რეკლამას უკეთებდეს.

ამჯერად, კილიანმა პოლონეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ჯარიმას თავად გადაიხდიდა:

„ფედერაციამ პირადი გადაწყვეტილებების გამო არ უნდა გადაიხადოს“.

მბაპეს რეკორდი მუნდიალებზე

მბაპემ პოლონეთს დუბლი შეუსრულა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 24-წლამდე მოთამაშეთა შორის პელეს შედეგი გააუმჯობესა და მის ანგარიშზე უკვე 9 გოლია. მიმდინარე ტურნირზე კი 5 გოლით ერთპიროვნული ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანრისთვის გადასწრება დიდი პატივია“ - ჟირუ საუკეთესო ბომბარდირობაზე
„ანრისთვის გადასწრება დიდი პატივია“ - ჟირუ საუკეთესო ბომბარდირობაზე