საფრანგეთის ნაკრები, ჟიულ კუნდე
Aa
Aa

დაჯარიმდება კუნდე? - ფრანგი მცველი მთელი ტაიმი ყელზე ჯაჭვით თამაშობდა

საფრანგეთის ნაკრების მცველი, ჟიულ კუნდე შესაძლოა FIFA-ს მიერ დაისაჯოს. მიზეზი პოლონეთის ნაკრებთან 1/8 ფინალური შეხვედრის დროს მომხდარი შემთხვევაა. 24 წლის მცველმა შეხვედრა კისერზე ოქროს ჯაჭვით დაიწყო, რაც ფიფას არბიტრაჟის მე-4 წესით აკრძალულია.

ორგანიზაციის წესებში ვკითულობთ:

„მოთამაშეებმა არ უნდა ატარონ სახიფათო აღჭურვილობის საგნები. აკრძალულია ყველა სახის საიუველირო აქსესუარი“.

კუნდეს ჯაჭვი თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ეკეთა და ის გვერდითმა მსაჯმა მხოლოდ 42-ე წუთზე მას შემდეგ შენიშნა, როდესაც მასთან ახლოსმყოფი მცველი აუტის მოწოდებას აპირებდა. ლაინსმენმა შეხვედრა გააჩერა და ფეხბურთელს ჯაჭვის მოხსნა მოსთხოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯთან შეწინააღმდეგების შემთხვევაში, ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დაჯარიმდებოდა.

თუმცა, შესაძლოა კუნდე სასჯელს მაინც ვერ აცდეს. ესპანური Marca-ს ცნობით, FIFA-ს არბიტრაჟმა ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და არის შანსი, რომ ფრანგ ფეხბურთელს ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოკალით ალბანელები“ - სერბების სამარცხვინო საქციელი მუნდიალზე
„მოკალით ალბანელები“ - სერბების სამარცხვინო საქციელი მუნდიალზე