კატარი 2022
Aa
Aa

ჟირუს და მბაპეს გოლები და რეკორდები - საფრანგეთმა პოლონეთს მოუგო

მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი მერვედფინალური მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ გამართა და პოლონეთს 3:1 მოუგო.

პოლონელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და 1-2 საკმაოდ რეალური მომენტიც შექმნეს, რის შემდეგაც გატანა მართებდათ.

საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიში მბაპე-ჟირუს ბომბინაციის შემდეგ გახსნა. 44-ე წუთზე „მილანის“ ფორვარდმა „მამლები“ დააწინაურა. ამ გოლით ის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა - 52 გოლი.

მეორე ტაიმში პოლონელები ისევ აქტიურობდნენ, თუმცა გოლი კვლავ საკუთარ კარში მიიღეს. 74-ე წუთზე მბაპემ მიმდინარე მუნდიალზე თავისი მე-4, ხოლო 91-ე წუთზე მე-5 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

დამატებულ მე-7 წუთზე პოლონეთმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც მეორე ცდიდან ლევანდოვსკიმ გოლად აქცია.

ამრიგად, დიდიე დეშამის გუნდი მეოთხედფინალშია და მისი მეტოქე ინგლისსა და სენეგალს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთზე მეტი უნდა ეფიქრათ, ვიდრე ასეთ ჟესტებზე - ვენგერი გერმანიას აკრიტიკებს
ფეხბურთზე მეტი უნდა ეფიქრათ, ვიდრე ასეთ ჟესტებზე - ვენგერი გერმანიას აკრიტიკებს