არსენ ვენგერი, კატარი 2022
Aa
Aa

ფეხბურთზე მეტი უნდა ეფიქრათ, ვიდრე ასეთ ჟესტებზე - ვენგერი გერმანიას აკრიტიკებს

არსენ ვენგერმა აღიარა, რომ გერმანიის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გავარდნა პოლიტიკურ ქმედებებთან არის დაკავშირებული.

ვენგერი გერმანელებს აკრიტიკებს, რომ პოლიტიკურ აქციებს და ქმედებებს ზედმეტად დიდი ყურადღება დაუთმეს და საბოლოოდ, შესაბამისი შედეგიც მიიღეს.

„მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლისას ყველამ იცის, რომ პირველ მატჩის წაგება არ შეიძლება.

მეტი გამოცდილების მქონე გუნდებს, როგორიცაა ინგლისი და საფრანგეთი, კარგი პირველი თამაში ჩაატარეს. ეს ის გუნდებია, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოემზადნენ. ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ ტურნირზე და არა პოლიტიკურ ქმედებებზე“, - განაცხადა ვენგერმა გერმანიის ნაკრებზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩა. იაპონიასთან პირველი ტურის შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ნაკრების 5 ლიდერი სასტუმროში ერთი საათით შეიკრიბნენ და იაპონიასთან შეხვედრისას პოლიტიკური ჟესტის თაობაზე იდეები გაცვალეს.

ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც FIFA-მ ნაკრებებს One Love სამკლავურების გაკეთება აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ღორის შვილებო“ - ხიმენესი მატჩის შემდეგ მსაჯებს თავს დაესხა
„ღორის შვილებო“ - ხიმენესი მატჩის შემდეგ მსაჯებს თავს დაესხა