ნეიმარი, ტიტე, კატარი 2022
Aa
Aa

ნეიმარი ბრუნდება - ტიტემ დაადასტურა, რომ მან შესაძლოა 1/8-ფინალში ითამაშოს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ნეიმარს მერვედფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშის შანსი აქვს.

ბრაზილიელთა ათიანმა სერბეთთან მიღებული კოჭის ტრავმის შემდეგ, ვარჯიში უკვე განაახლა და როგორც ჩანს, მინდორზე მისი დაბრუნების შანსები გაიზარდა.

„რაც შეეხება ნეიმარს, ის დღეს შუადღისას ივარჯიშებს. იმის მიხედვით, თუ როგორ წავა პროცესი, ამის მიხედვით იგი მატჩში მონაწილეობას მიიღებს. მარჩიელობას არ დავიწყებ და ცრუ ინფორმაციას არ გავცემ. მინდა ავტორიტეტი მქონდეს. ნეიმარი ივარჯიშებს. და თუ ის ჯანმრთელია, მოედანზე გავა“.

- შუეძლია ნეიმარს ძირითადში მოხვედრა? ან განაცხადში?

„თუ ნეიმარი ფორმაში იქნება, მას თავიდანვე დავაყენებ, ასე მირჩევნია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჯანმრთელობაზე, ექიმებისა და ფიზიოთერაპევტების დასკვნებზე. მირჩევნია, თავიდანვე საუკეთესო შემადგენლობა გამოვიყენო“,

- განაცხადა ტიტემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი დასკვნებით, ნეიმარი მერვედფინალს ტოვებდა და მეოთხედფინალში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა აღდგენითი პროცესები კარგად წარიმართა და როგორც ჩანს, ფეხბურთელი მალე მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა