მილანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

6-თვიანი ლოდინი დასრულდა - იბრაჰიმოვიჩი ვარჯიშს უბრუნდება

6 თვის წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ, არც უვარჯიშია. იტალიური მედიის ინფორმაციით, შვედი თავდამსხმელი მომავალ კვირაში „მილანელოზე“ დაბრუნდება, რათა ვარჯიში განაახლოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სერია ა-ში ჩატარებულ 23 მატჩში 8 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მეტიც, ზლატანი ხშირად მინდორზე უდიდესი ტკივილის ფონზე თამაშობდა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ კი ის „მილანის“ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად ეხმარებოდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 41 წლის ფეხბურთელი ვარჯიშს შემდეგ კვირაში განაახლებს. „მილანი“ 11 დეკემბერს დუბაიში მიფრინავს, რათა მეორე წრისთვის მოსამზადებელი პერიოდი გაიაროს. MilanNews.it იტყობინება, რომ შვედი თავდამსხმელი „როსონერის“ დუბაიში გაჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
50 000 დოლარი - დოლიძემ UFC-სგან ბონუსი მიიღო
50 000 დოლარი - დოლიძემ UFC-სგან ბონუსი მიიღო