კიმ მინ-ჯე ბრაზილიასთან თამაშს ტრავმით აპირებს
„ნაპოლისა“ და სამხრეთ კორეის ცენტრალურ მცველს კიმ მინ-ჯეს გადაწყვეტილი აქვს, რომ მერვედფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშოს. 26 წლის ფეხბურთელმა მუნდიალის მეორე ტურში ტრავმა მიიღო, რის გამოც პორტუგალიასთან ვერ ითამაშა. დაზიანება მას ახლაც აწუხებს, მაგრამ თამაშს მაინც აპირებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კიმ მინ-ჯემ კომენტარი გააკეთა.
„პორტუგალიის დამარცხება საოცარი შეგრძნება იყო. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. სათადარიგოთა სკამიდან ამის ყურება ძალიან რთული იყო, მაგრამ გარისკვა არ ღირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. მინდა ყველაფერი გავაკეთო და ბრაზილიის წინააღმდეგ ვითამაშო. მზად ვარ მოედანზე გავიდე, თუნდაც ეს უფრო სერიოზული ტრავმის ფასად დამიჯდეს.“
შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „ნაპოლის“ შეუცვლელი ფეხბურთელია და დაცვის ხაზის მთავარი ფიგურა სწორედ ის გახლავთ. ნეაპოლური კლუბი სერია ა-ს ლიდერი გახლავთ და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ ხვდება.
რა თქმა უნდა, თუ ის სერიოზულ ტრავმას მიიღებს, ეს „პარტენოპეისთვის“ დიდი დარტყმა და დანაკლისი იქნება. ჯერჯერობით კლუბს სამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირება 5 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.