ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო სოსა
Aa
Aa

„კვარაცხელია ევროპაში საუკეთესოა“ - სოსამ ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო სოსამ Vikonos Radio-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხვიჩა ევროპაში საუკეთესო მოთამაშეა. სოსას აზრით, წელის ტრავმამ შესაძლოა სხვა სახის ტრავმები განაპირობოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა მოედანს დაუბრუნდა და ტრავმა ბოლომდე მოიშუშა.

რობერტო სოსა: „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კვარა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი საქმეს კარგად ასრულებს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა.

მას წელის პრობლემა ჰქონდა და მხოლოდ ისაა სიმართლე, რომ ის უფრო მეტი რამის გამო შეჩერდა. კერძოდ, შესაძლებელია, რომ წელის ტრავმამ სხვა ტიპის ტრავმებიც განაპირობოს. თუ ტკივილს წელის ქვედა ნაწილზე გრძნობ და მკურნალობ, შესაძლოა მომზიდველი კუნთზეც გქონდეს პრობლემები, რამაც შესაძლოა საზარდულის ტკივილი განაპირობოს და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოგაშოროს“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან ფიფია: „ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ“
რომან ფიფია: „ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ“