MMA, UFC, რომან დოლიძე
Aa
Aa

50 000 დოლარი - დოლიძემ UFC-სგან ბონუსი მიიღო

დღეს, რომან დოლიძემ UFC-ში მორიგი ბრძოლა გამართა. ქართველი სპორტსმენი ნორვეგიელ ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

როგორც წესი, UFC საღამოს გამორჩეულ ბრძოლებს ასახელებს. ამჯერად კი ორგანიზაციამ 34 წლის ქართველის ბრძოლა გამოარჩია და Performance of the Night(საღამოს წარმოდგენა) უწოდა.

აქედან გამომდინარე, რომან დოლიძემ ბონუსის სახით ფულადი პრიზი 50 000 დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რომანმა UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ჯამში კი დოლიძე ოქტაგონზე მეცამეტედ გავიდა. მისი მოგება-წაგების მაჩვენებელი (12-1) გახლავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოჰანეს ბაასი დამარცხებულია - ქირიას 39-ე გამარჯვება კარიერაში
იოჰანეს ბაასი დამარცხებულია - ქირიას 39-ე გამარჯვება კარიერაში