ჩისორა დამარცხებულია - ლეგენდარულმა ფიურიმ 33-ე ბრძოლა მოიგო
ლეგენდარულმა ტაისონ ფიურიმ WBC ქამარი დაიცვა, მან დერეკ ჩისორა მეორედ დაამარცხა. გადამწყვეტი მე-10 რაუნდი გამოდგა, როცა ფიურიმ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ტაისონ ფიურისა და დერეკ ჩისორას შორის პირველი დაპირისპირება 2011 წელს გაიმართა, მეორე - 2014 წელს. ფიურიმ სამივე შეხვედრა მოიგო.
ფიურისთან მეორე წაგებით 38 წლის ჩისორამ კარიერაში მე-13 მარცხი განიცადა. ასევე, უკანასკნელი 5 ბრძოლიდან 4 დათმო, მხოლოდ ბულგარელ პულგატ პულევს სძლია, მის კარიერაში კრიზისული ეტაპია.
ჩისორამ კარიერაში 43-ე შეხვედრა გამართა (33 გამარჯვება, 13 მარცხი).
34 წლის ფიურიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა. მის აქტივში 33 გამარჯვება და 1 ფრეა. 33-დან 24 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო.