რომან დოლიძე, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონი ვარ“ - დოლიძე ჰერმანსონთან გამარჯვების შემდეგ

UFC-ში საშუალო წონაში რომან დოლიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, მან ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა, რომელიც რეიტინგში მე-8 ადგილზეა. ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ქართველი მებრძოლი საშუალო წონის დივიზიონში TOP 10-ში შევა.

UFC-ში რომან დოლიძემ ნოკაუტით ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.

ჰერმანსონთან გამარჯვების შემდეგ რომან დოლიძემ მედიასთან ისაუბრა. მის კომენტარს mmafighting-ი ავრცელებს:

„უპირველესად გრეპლერი ვარ, გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, მაგრამ ასევე შემიძლია, რომ მეტოქე ნოკაუტით დავამარცხო.

დროს კარგად ვგრძნობ, ილეთებს სწორ დროს ვასრულებ, „ქალფ სლაისერის“ ილეთზე განსაკუთრებულად არ მივარჯიშია, ეს ბუნებრივად გავაკეთე, მე ხომ გრეპლერი ვარ“.

კითხვაზე, თუ ვის წინააღმდეგ გამართავდა შემდეგ ბრძოლას, დოლიძის პასუხი ასეთია: „დიდი პატივისცემა ხამზატ ჩიმაევისადმი, მსურს მასთან ვიჩხუბო, მალე რეიტინგის ტოპ 10-ში ვიქნები. ალბათ, ხამზატ ნახევრადმსუბუქ წონაში აღარ იასპარეზებს და შეხვედრა მაღალი რეიტინგის მქონე მეტოქესან უნდა ჩაატაროს. ამისთვის, მე მზად ვარ. დიდი სიამოვნებით, თუ ხამზატის სურვილი იქნება“.

რომან დოლიძემ UFC-ში მე-7 ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხია. რომანმა ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს ტრევინ ჯაილსთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება - სანიკიძემ დაუმარცხებელ ტიხოტას სძლია
ბრწყინვალე გამარჯვება - სანიკიძემ დაუმარცხებელ ტიხოტას სძლია