ბრწყინვალე გამარჯვება - სანიკიძემ დაუმარცხებელ ტიხოტას სძლია
OKTAGON 37-ზე მათე სანიკიძემ ჩეხი იაკუბ ტიხოტა დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. მათე სახით OKTAGON MMA-ის ახალი ჩემპიონი ჰყავს.
25-წუთიანი ბრძოლა სანიკიძის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობდა. მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვებულად სანიკიძე დასახელდა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩეხი იაკუბ ტიხოტამ კარიერაში პირველი ბრძოლა დათმო.
24 წლის მათე სანიკიძემ კარიერაში მე-11 შეხვედრა გამართა. მის აქტივში 9 გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ პერსპექტიულმა ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო.
სანიკიძემ კარიერაში შემდეგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა: ჰალილ დოგანი, იუსეფ ჯელოდარი, ფირუზ მამადოვი, ფრუად მუსაევი, აკენბიეკე აიჯიაკე, ლევან კირთაძე, ალექსანდერ კოლონტაი, დავიდ მუნი. იაკუბ ტიხოტა.