ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ხეცურიანის ოქრო და თიბილაშვილის ბრინჯაო პოლონეთიდან

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა.

რაპირით ფარიკაობის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 - ფინალში კი იტალიელ ბიაჯინის ასევე 15:2 მოუგო და ოქროს მედალს დაესაკუთრა.

ამავე ტურნირზე ასპარეზობისას ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ასპარეზობას ხვალ განაგრძობს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება პრიორიტეტთა სიაშია“ - Tuttomercatoweb ხვიჩაზე
„მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება პრიორიტეტთა სიაშია“ - Tuttomercatoweb ხვიჩაზე