Gazzetta ხვიჩაზე: “როდესაც ბურთთან არის ბავშვივით უხარია“
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა და „ნაპოლისთან“ ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება. ავტორიტეტული გამოცემა La Gazzetta dello sport ქართველ ფეხბურთელზე წერს.
La Gazzetta dello sport:
„ვარჯიშებზე საკუთარი თავის გამოჩენა ისევ დაიწყო. როდესაც ხვიჩა ბურთთან არის ბავშვივით უხარია. ქართველ ფეხბურთელს უმაღლესი დონის ხარისხი აქვს და ამის საშუალებით სიამოვნებას იღებს. მისი საფეხბურთო შესაძლებლობები თანაგუნდელებსაც კი აოცებს.
ხვიჩა კვარაცხელიას ბელეკში დაბრუნება და ვარჯიში „ნაპოლისთვის“ საუკეთესო სიახლე იყო. „კვარა“ თავს უკვე კარგად გრძნობს და დიდ სიამოვნებას იღებს.“
შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც მას 2022 წელს ფეხბურთი აღარ უთამაშია.