კაი ჰავერცი
Aa
Aa

“ერის ტკივილს ვგრძნობთ“ - ჰავერცის ემოციური მიმართვა

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი სენსაცია დაფიქსირდა. ერთ-ერთი მთავარი კი, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა გახლავთ. ამ ფაქტს, ბუნდეს ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი კაი ჰავერცი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

რას წერს ჰავერცი?

„გარკვეული დრო დასჭირდება იმის მიხვედრას, თუ რა შეიძლება ახლა ვთქვა.. ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები და დამწუხრებულები ვართ. ამ ტკივილის მოშუშებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ცხოვრება სავსეა აღმავლობით და დაცემით, მაგრამ აქედან ჩვენ ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ხანდახან ისეთ საოცარ მომენტებს განიცდი, როგორიც იაპონიამ განიცადა, მაგრამ ხშირად მეორე მხარეს რჩები და ტკივილს გრძნობ. სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საოცარი სპორტი. ჩვენ ვგრძნობთ ერის ტკივილს. გმადლობთ მხარდაჭერისთვის, როგორც ყოველთვის.“

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის შეგირდებმა პირველ ტურში იაპონიასთან სენსაციური მარცხი იწვნიეს. მეორე ტურში ესპანეთთან შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ბოლო ტურში გერმანიამ კოსტა რიკას 4:2 მოუგო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ „ფურია როხამ“ იაპონიასთან წააგო, ბუნდეს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა ნაკრებმა გერმანიას მეტი გატანილი გოლების წყალობით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა