პელე
Aa
Aa

სიცოცხლის ბოლომდე - პელე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება

ბოლო დღეების განმავლობაში პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი გახლავთ. ლეგენდარული ბრაზილიელი, რამდენიმე დღის წინ სან-პაულუში მდებარე აინშტაინის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

3 გზის მსოფლიოს ჩემპიონის მდგომარეობა თავდაპირველად ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ექიმების დროული და ეფექტური ჩარევის შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

ყოფილი ფეხბურთელის კიბო მკურნალობას აღარ ექვემდებარება. მას ასევე რესპირატორული ინფექციაც აქვს. დღეს კი გავლენიანმა სპორტულმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ პელე სიცოცხლის ბოლომდე პალიატიურ მკურნალობაზე იქნება. რამდენიმე დღეში მას საავადმყოფოდან გაწერენ, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ ის პალიატიურ მკურნალობაზე იქნება.

რას ნიშნავს პალიატიური მკურნალობა?

პალიატიური მკურნალობა - ეს არის ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური მზრუნველობა. მასში ჩართულია ყველა იმ დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია, პაციენტს გაუწიოს შესაბამისი დახმარება, რათა ის სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოების სრულყოფილ წევრად დარჩეს. პალიატიური მზრუნველობის მულტიდისციპლინურ გუნდში შედიან როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც: ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, სასულიერო პირები და სხვა.

პალიატიური მზრუნველობა უზრუნველყოფს ღირსეულ, უტანჯველ სიცოცხლეს. მისი მიზანია, აამაღლოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის და მასზე მზრუნველი პირების ცხოვრების ხარისხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა
მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა