თბილისის დინამო, რომან ფიფია
Aa
Aa

რომან ფიფია: „ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ“

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობით დასრულდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დასკვნით ტურში „დინამო არენაზე“ აუტსაიდერი „გაგრა“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში 28-ე წუთზე დავით სხირტლაძემ გახსნა. 66-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. ერთადერთი საპასუხო გოლი თამაზ მაქაცარიას აქტივშია, მან 73-ე წუთზე შეაგდო.

თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეცხრამეტედ გახდა, 36 ტურიდან 24 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 შეხვედრაში დამარცხდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 80 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ 3 ქულით გაასწრო. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდა.

გამარჯვების შემდეგ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მთავარია კარგი შეკრების გავლა და კარგი ტრანსფერების განხორციელება, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადოს.

2023-24 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ კი კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-19 ჩემპიონობა - თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია
მე-19 ჩემპიონობა - თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია