ლუის სუარესი, ხოსე ხიმენესი, დანიელ ზიბერტი
Aa
Aa

მუნდიალზე აღარ იმსაჯებს - დანიელ ზიპერტი დაისაჯა

ურუგვაისა და განას მატჩის დაპირისპირება სკანდალით დასრულდა. შეხვედრის არბიტრმა, ურუგვაის ორი 100%-იანი პენალტი არ დაუნიშნა. თამაშის შემდეგ კი მას ლუის სუარესი და ხიმენესი თავს დაესხნენ. ცნობილი გახდა, რომ „ატლეტიკოს“ მცველმა არბიტრს ღორის შვილი უწოდა.

სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული ინციდენტი განიხილა და ვერდიქტი გამოიტანა. როგორც ცნობილი გახდა, დანიელ ზიბერტი მიმდინარე მუნდიალზე არცერთ შეხვედრას აღარ განსჯის. MARCA-ს ინფორმაციით, შესაძლოა ის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც არ წაიყვანონ.

ამავე წყაროს ცნობით, სუარესი და ხიმენესი სპორტული თვალსაზრისით არ დაისჯებიან და დისკვალიფიკაცია არ ემუქრებათ. ცნობილი ხდება, რომ ორივე ფეხბურთელი ფულად ჯარიმას გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრებმა განა 2:0 დაამარცხა, თუმცა სამხრეთ კორეის გამარჯვებამ მათი ჯგუფში ჩარჩენა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ურუგვაის ნაკრები შესაძლოა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს
ურუგვაის ნაკრები შესაძლოა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს