„ღორის შვილებო“ - ხიმენესი მატჩის შემდეგ მსაჯებს თავს დაესხა
ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებმა განასთან მატჩის შემდეგ, მსაჯებზე იერიში მიიტანეს. რამდენიმე მოთამაშე ნერვებს აყვა და მათ შორის ყველაზე აგრესიულად „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ხოსე ხიმენესი გამოიყურებოდა.
შეხვედრის შემდეგ, ხიმენესი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე გასახდელისკენ მიმავალ გზაზე მსაჯებს გაჰყვნენ. Tyc Sports-ის ცნობით, ფეხბურთელი მთავარ არბიტრს ლანძღავდა, რა დროსაც შემთხვევით ფიფას ერთ-ერთ ორგანიზატორს იდაყვი ჩაარტყა.
გარდა ამისა, კამერებმა ხიმენესის სიტყვებიც დააფიქსირეს. „ღორის შვილებო, ქურდების თაიგული ხართ“ - უყვიროდა ხიმენესი მსაჯებს.
Viene sanción severa para José Maria Giménez, agredido a un representante de FIFA. #PorLasQueMueres⚽️ pic.twitter.com/N5xWGk6WUK
— #PorLasQueMueres (@Salcedo_Hugo) December 3, 2022
შეგახსენებთ, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა ზიბერტმა ურუგვაის ნაკრებს 2 თერთმეტმეტრიანიდან არცერთი არ დაუნიშნა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „ლა სელესტეს“ ამ ეპიზოდებიან 1 პენალტი მაინც ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეო რეფერი არცერთ შემთხვევაში არ იქნა გამოყენებული.