ლაშა ბექაური
Aa
Aa

ტოკიოს გრანდ სლემი: ბექაური ნახევარფინალში დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგან სამწუხაროდ ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაურს ვიხილავთ.

90 კგ კატეგორიაში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბექაურმა ტურნირი დამაჯერებლად დაიწყო. ლაშამ ჯერ სამხრეთ კორეელი გვაკი დაამარცხა, შემდეგ იაპონელი მუკაი, ნახევარფინალში კი იაპონელ კოსუკე მაშიმასთან დამარცხდა.

ბექაურმა დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო. ამრიგად, ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს და მისი მეტოქე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბეიკერი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ტოკიოს გრანდ სლემზე გამომსვლელი 4 ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ) და ნინო გულბანი (70კგ) - ტურნირს ადრეული ეტაპიდანვე დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში