კრიშტიანუ გაბრაზდა, როცა შეცვალეს? - სანტუშმა ახსნა რა მოხდა
სამხრეთ კორეასთან გამართულ დაპირისპირებაში, პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ 65-ე წუთზე შეცვალა. მოედნის დატოვებისას, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა რაღაც ჩაილაპარაკა, რაც კამერებმა დააფიქსირეს.
„ჩქარობ, რომ მოედნიდან გამიყვანო“, - თქვა რონალდუმ და თავდაპირველად, დაიწერა, რომ მისი სიტყვები „სელესაოს“ თავკაცისკენ იყო მიმართული. მათი აზრით, კრიშტიანუ სანტუშის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და სურდა, მოედანზე მეტი დრო გაეტარებინა.
"estás com uma pressa do caralho para me tirar foda-se" - Ronaldo
— Kikas Bar de Alterne - Santarém ???????? (@OCensurado2) December 2, 2022
Digam mais frases que podem ser ditas durante uma substituição de futebol e no sexo. pic.twitter.com/yX35QIVnY7
შეხვედრის შემდეგ, ამ საკითხზე კომენტარი პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა და განაცხადა: „გავიგონე კრიშტიანუმ რაც თქვა და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სამხრეთ კორეელი ფეხბურთელების შეურაცხყოფაზე პასუხი გახლდათ. კრიშტიანუ განაწყენებული იყო, რადგან ისინი ეუბნებოდნენ, მოედანი სწრაფად დაეტოვებინა და საქმე იქამდე მივიდა, რომ პეპეს მოუწია ჩარევა. რონალდუმ გაიგო რატომ შევცვალე. რატომ ვერ უნდა გაეგო? სამხრეთ კორეელები ეუბნებოდნენ, რომ სწრაფად გასულიყო, რაზეც მან ასე უპასუხა: „შენ მართლა ძალიან გინდა, რომ მალე გავიდე“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია სამხრეთ კორეასთან 1:2 დამარცხდა, ურუგვაიმ კი განას 2:0 მოუგო. ამრიგად, პორტუგალიამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო სამხრეთ კორეა მეორეზე გავიდა. მათი მეტოქეების ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა.