პირზე ხელი აიფარეს - კატარულმა ტელევიზიამ გერმანიის ნაკრებს დასცინა
კატარული ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანებმა და სტუმრებმა გერმანიის ნაკრებს დასცინეს. „ბუნდესმანშაფტის“ ფიასკოს შემდეგ, გადაცემის წამყვანებმა და სტუმრებმა პირზე ხელი აიფარეს და ჰანსი ფლიკის გუნდს დამშვიდობების ნიშნად, ხელი დაუქნიეს.
محللين برنامج المجلس بعد خروج ألمانيا ???? pic.twitter.com/M87KeE5Htz
— شؤون قطرنا ???????? (@Qattar_Affairs) December 2, 2022
გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ეს ჟესტი იაპონიასთან მატჩამდე გამოიყენა. გუნდური სურათის გადაღებისას, მათ პირზე ხელი აიფარეს, რითიც FIFA-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებს One Love კაპიტნის სამკლავურით თამაშის უფლება არ მისცა და გერმანელთა პროტესტი სწორედ ამან განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ „ბუნდესმანშაფტმა“ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა. მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრაში, მათ კოსტა რიკას 4:2 მოუგეს, თუმცა ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა და პირველი ადგილი „ლურჯმა სამურაიმ“ დაიკავა, მეორე კი „ფურია როხა“ გახლდათ.