ლუკა მატკავა
Aa
Aa

„მეგონა, სიზმარში ვიყავი“ - ლუკა მატკავამ უელსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა

ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ, ლუკა მატკავამ უელსის ნაკრებთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. „ბორჯღალოსნების“ მოთამაშემ „დრაკონების“ წინააღმდეგ დარტყმული გადამწყვეტი ჯარიმა გაიხსენა და განაცხადა, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, ეგონა, სიზმარში იყო.

„ჯარიმის მომენტში, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ის, რომ ბურთი ძელისთვის არ მომერტყა. არ მიფიქრია, რომ ვერ გავიტანდი და ალბათ, ეს დამეხმარა, რომ დარტყმისას წნეხი თავიდან ამერიდებინა. თავდაპირველად, ჩვენი წარმატების დაჯერება ძალიან გამიჭირდა და ემოციები არ მიჩვენებია. მეგონა, სიზმარში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, სანამ მსაჯმა თამაში არ დაასრულა“.

შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფში საქართველოსთან 12:13 დამარცხდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა წლეულს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.

საქართველოს გამარჯვებაზე ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Guardian-მაც დაწერა და განაცხადა, რომ საქართველომ რაგბიში სეისმური შოკი მოახდინა, მას მერე, რაც მატკავამ საჯარიმო დარტყმით უელსი სახტად დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა