ბრაის მიტჩელი: „კარგი ჩხუბი იქნება, თოფურიას დამარცხება არაფერს მომცემს“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა „ელ მატადორთან“ ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. მიტჩელმა განაცხადა, რომ ბარბოზასთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ბევრად დიდი შანსის მიღებას ელოდა და თოფურიას დამარცხება არაფერს მოუტანს.
„თოფურიას ძლიერი დარტმა აქვს და პარტერში ცუდად არ გამოიყურება. კარგი ჩხუბი იქნება, რომელიც ჰონორარს მომიტანს და ეს შესანიშნავია, მაგრამ დამეხმარება გამარჯვება რეიტინგში წინსვლაში? არა, რადგან ახლახან ედსონ ბარბოსა დავამარცხე და ამით არავინ დაინტერესებულა. როცა ამ ბიჭს მოვუგებ, იგივე მოხდება და ჩემს გამარჯვებას ყურადღებას არავინ მიაქცევს”.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მიტჩელზე ილია თოფურიამაც ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი მიზანი UFC-ის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა და დარწმუნებულია, რომ ამერიკელ მოწინააღმდეგეს დაამარცხებს. თოფურიას აზრით, იგი ჩხუბს მალევე დაასრულებს და მიტჩელს დააფინიშებს.
ცნობისთვის, „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.