ხვიჩა კვარაცხელია, მირალემ პიანიჩი
Aa
Aa

„ნაპოლი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს“ - პიანიჩი სპალეტის გუნდზე

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩიმ „გაძეტასთან“ ინტერვიუში ლუჩანო სპალეტისა და მისი გუნდის შესახებ ისაუბრა.

„სპალეტი ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. სამწუხაროა, რომ მასთან მხოლოდ 6 თვე ვიმუშავე. ლუჩანოსთან გატარებული დრო დიდებული იყო.

ლუჩანო კომპეტენტურია, მას უმაღლესი დონის სტაფი ჰყავს. სეზონის პირველ ნახევარში მისი გაწვრთნილი „ნაპოლი“ არაჩვეულებრივი იყო. გასულ წლებში, „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მთავარი მოწინააღმდეგე იყო. „ნაპოლის“ პირველი ადგილი არ გამკვირვებია, კლუბმა ეს დაიმსახურა.

ალეგრის ვიცნობ, მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მისი გუნდი ვითარებას გამოასწორებდა. თუ ვინ მოიგებს სკუდეტოს, ეს საკითხი კვლავ ღიაა“.

სერია ა-ში „ნაპოლი“ 41 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „მილანი“ 33 ქულით იკავებს, „იუვენტუსის“ აქტივში 31 ქულაა.

„ნაპოლის“ წარმატებაში ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება დიდია. მის აქტივში სერია ა-ს 12 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გუნდს ისტორიის თავიდან დაწერა შეუძლია“ - დი ნაპოლი სპალეტის გუნდზე
„ამ გუნდს ისტორიის თავიდან დაწერა შეუძლია“ - დი ნაპოლი სპალეტის გუნდზე