ლუის ენრიკე, კატარი 2022
Aa
Aa

„ანგარიში რომ გამეგო გულის შეტევა დამემართებოდა“ - ენრიკე მეორე მატჩზე

ლუის ენრიკემ იაპონიასთან მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ლუჩოს“ ჰკითხეს იცოდა, თუ არა მან პარალელურად გერმანია კოსტა რიკის მატჩის შედეგი:

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ წაგვეგო. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ფეხბურთელებთან. ფეხბურთში მსგავსი აუხსნელი რაღაცები ხდება.

პარალელური მატჩი? არ ვიცოდი იქ რა ხდებოდა, რადგან კონცენტრირებული ჩვენ თამაშზე ვიყავი. არ ვიცოდი, რომ რაღაც მომენტში ჩვენ მუნდიალიდან ვვარდებოდით. ეს რომ გამეგო გულის შეტევა დამემართებოდა.

გადახალისებული შემადგენლობა? მე შევარჩიე თერთმეტეული, რომელიც საუკეთესოდ მივიჩნიე. ჩემი მოთამაშეების მიმართ მაქსიმალური ნდობა მაქვს. ახლა ამ ფაქტის შემდეგ, შესაძლოა იგივე თერთმეტეული არ ავირჩიო. ახლა ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ისინი გამოვასწოროთ.

იაპონელთა მეორე გოლს ფოტო ვნახე. არ შეიძლება ის გაყალბებული იყოს, ფოტო რეალური იყო. ამ თემით მანიპულირება არ შეიძლება. ტურნირზე 16 გუნდი რჩება და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თამაში გავაუმჯობესოთ. ეს ძალიან რთული იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მერვედფინალში მაროკოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახლში წასვლა დავიმსახურეთ“ - მიულერი და ჰავერცი მატჩის შემდეგ
„სახლში წასვლა დავიმსახურეთ“ - მიულერი და ჰავერცი მატჩის შემდეგ