ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება პრიორიტეტთა სიაშია“ - Tuttomercatoweb ხვიჩაზე

Tuttomercatoweb-ის ცნობით, „ნაპოლისთვის“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება პრიორიტეტს წარმოადგენს.

სერია ა-ს ლიდერმა ახალი ხელშეკრულება ზამბო-ანგისასთან და ალექს მერეტთან გააფორმა. როგორც აღნიშნული წყარო წერს, მას შემდეგ რაც „ნაპოლიმ“ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას სტანისლავ ლობოტკასთანაც მიაღწია, კლუბის მმართველები ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას კაპიტან დი ლორენცოსთან და რაჰმანისთან გამართავენ. პრიორიტეტთა შორისაა კიმ მინ-ჟესთან, პიოტრ ზელინსკისთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება, რაც ცხადია თითოეული მოთამაშის ხელფასის ზრდას გულისხმობს.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 1-თვიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა, ახლა „ნაპოლისთან“ ერთად თურქეთშია და ამხანაგური შეხვედრებისთვის სრულფასოვნად ემზადება.

ხვიჩას მდგომარეობის შესახებ Corriere dello Sport-თან „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რაფაელე კანოჩიომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა:

კვარა გუნდში უკვე დაბრუნდა და ის სრული დატვირთვისთვის მზადაა. ზურგის ტკივილმა გაიარა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება რაჰმანის, მასთან მუშაობას ვაგრძელებთ და სწრაფად ვპროგრესირებთ. ვგეგმავთ, რომ ის 4 იანვარს, „ინტერთან“ მატჩისთვის დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გუნდს ისტორიის თავიდან დაწერა შეუძლია“ - დი ნაპოლი სპალეტის გუნდზე
„ამ გუნდს ისტორიის თავიდან დაწერა შეუძლია“ - დი ნაპოლი სპალეტის გუნდზე